მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნინო ლაცაბიძე: რუსთავის გუნდი ვგეგმავთ ახალ პროექტებს, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ, ქალაქის ცხოვრებაში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის გუნდი ვგეგმავთ ახალ პროექტებს, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ, ქალაქის ცხოვრებაში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის გუნდი ვგეგმავთ ახალ პროექტებს, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ, ქალაქის ცხოვრებაში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

იმედი|imedinews.ge

რუსთავის მერიაში ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის „მართე შენი ქალაქის“, მორიგი ეტაპი დასრულდა. სტუდენტური პროგრამა „მართე შენი ქალაქი“, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, უკვე მეხუთე წელია ხორციელდება და მასში უკვე 400-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

პროგრამის მეთერთმეტე ეტაპის მონაწილე სტუდენტებს ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად შეხვდა.

ნინო ლაცაბიძემ სტაჟირების პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა. რუსთავის მერმა შეხვედრაზე, ქალაქის მერიის მიერ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებულ პროგრამებზე და პროექტებზეც ისაუბრა.

„რუსთავის გუნდმა, რეფორმების ფარგლებში შევიმუშავეთ ახალგაზრდული პოლიტიკა, რომელსაც რამდენიმე წელია, რაც წარმატებით ვახორციელებთ. იმ პროექტებიდან, რომლებიც სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში შეიქმნა, ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდა - „მართე შენი ქალაქი“. 2021 წელს დავიწყეთ ეს პროექტი და ვხედავთ, რომ რუსთაველი სტუდენტების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. რუსთავის გუნდი კვლავ ვგეგმავთ ახალ პროექტებს, რომ უფრო მეტ ახალგაზრდას მივცეთ ქალაქის ცხოვრებაში ჩართვისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთაველ სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა და ნინო ლაცაბიძემ, მათთვის საინტერესო თემებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მერიის სტაჟირების პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს სპეციალური სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში, დღემდე „მართე შენი ქალაქის“ მონაწილე 70-მდე ახალგაზრდა დასაქმდა. პროგრამა „მართე შენი ქალაქის“ მთავარი მიზანი, რუსთავის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა და მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობაა.

რუსთაველი სტუდენტები დასაქმებულნი არიან საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატის ბიუროშიც. ცოტა ხნის წინ კი ანალოგიური პროექტის განხორციელება ქალაქის საკრებულომაც დაიწყო. რუსთავის საკრებულოს პროგრამაში - ,,წარმოადგინე შენი ქალაქი" მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია, უკვე დაწყებულია.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსული მედია: მოსკოვში ერთ-ერთი სამართალდამცველის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთეს

რუსული მედია: მოსკოვში ერთ-ერთი სამართალდამცველის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტი აღკვეთეს

იმედი

ზელენსკი: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩია

ზელენსკი: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩია

იმედი

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ისევ შეტევის ეპიცენტრია - კამპანიას რუსთავის ციხიდან პატიმარი სააკაშვილი შეუერთდა

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ისევ შეტევის ეპიცენტრია - კამპანიას რუსთავის ციხიდან პატიმარი სააკაშვილი შეუერთდა

იმედი

მედია: გერმანიაში 17-45 წლამდე მამაკაცებს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალეს

მედია: გერმანიაში 17-45 წლამდე მამაკაცებს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალეს

იმედი