
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ისევ შეტევის ეპიცენტრია - კამპანიას რუსთავის ციხიდან პატიმარი სააკაშვილი შეუერთდა
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ისევ შეტევის ეპიცენტრია - კამპანიას რუსთავის ციხიდან პატიმარი სააკაშვილი შეუერთდა, რომელმაც მორიგ პოსტში გარდაცვლილი პატრიარქი მოიხსენია.
სოციალურ ქსელში სააკაშვილი თავის აუდიტორიას კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას ახსენებს და გარდაცვლილი პატრიარქის სიტყვებს ციტირებს. წერს, რომ პატრიარქის სიტყვებს ისტორია მკაცრად შეაფასებს.
„2014 წელს ის ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა პუტინს და უთხრა შემდეგი ფრაზა - „ერთ პიროვნებას არ უნდა გადავაყოლოთ ორ ხალხს შორის ურთიერთობა“. ამ ერთ პიროვნებაში, რა თქმა უნდა, მე ვიგულისხმებოდი და ის, რომ სწორედ ჩემს გამო ვერ შეძლო პუტინმა 2008-ში საქართველოს დაპყრობა. ეს განცხადება ყველამ თვითონ შეაფასეთ (ისტორიის შეფასება იქნება მკაცრი)“, - წერს სააკაშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge