
კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია იგეგმება
იმედი|imedinews.ge
კურორტ ნუნისამდე მისასვლელი გზის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.
5 კილომეტრი სიგრძის გზის მოსაწესრიგებლად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. მოლითი-ზვარე-ნუნისის გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საკურორტო ზონის განვითარებას, რის შემდეგაც ადგილობრივები და სტუმრები უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი იწყება ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის საავტომობილო გზიდან, სოფელ მოლითში, სადაც გზის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანებულია. რეაბილიტაცია შეამცირებს გადაადგილების დროსა და არსებულ რისკებს.
კურორტი ნუნისი მე-19 საუკუნიდან ცნობილია სამკურნალო მინერალური წყლებით, ასევე - ზვარეს უნიკალური მინერალური წყლით.
პროექტირება წელს დასრულდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge