The Wall Street Journal: ირანში სამხედრო კამპანიის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა

The Wall Street Journal: ირანში სამხედრო კამპანიის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა

იმედი|imedinews.ge

ირანში ხუთკვირიანი სამხედრო კამპანიის განმავლობაში 365 ამერიკელი სამხედრო დაიჭრა, ხოლო 13 გარდაიცვალა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანში ომის დაწყების დღიდან დღემდე აშშ-ის სახმელეთო სარდლობის 247 სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების 63-მა მოსამსახურემ.

გარდა ამისა, როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, დაშავებულთა შორის არიან საზღვაო ქვეითები, სულ 19 ადამიანი. საჰაერო ძალების პირადი შემადგენლობის 36 ადამიანიც დაიჭრა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია