ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: უნებართვოდ განთავსებული და ქალაქის იერსახისთვის შეუსაბამო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ემსახურება როგორც კანონის აღსრულებას, ასევე ქალაქის ურბანული გარემოს მოწესრიგებას

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე: უნებართვოდ განთავსებული და ქალაქის იერსახისთვის შეუსაბამო ობიექტების დემონტაჟის პროცესი ემსახურება როგორც კანონის აღსრულებას, ასევე ქალაქის ურბანული გარემოს მოწესრიგებას

იმედი|imedinews.ge

ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს უნებართვოდ განთავსებული და ქალაქის იერსახისთვის შეუსაბამო ობიექტების დემონტაჟის პროცესი, - აღნიშნულია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პროცესი ემსახურება, როგორც კანონის აღსრულებას, ასევე ქალაქის ურბანული გარემოს მოწესრიგებასა და ვიზუალური სტანდარტების გაუმჯობესებას.

ბათუმის მერმა განსაკუთრებულ ყურადღება გაამახვილა ბათუმის ბულვარზე და აღნიშნა, რომ ბულვარი წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოსა და სავიზიტო ბარათს, რის გამოც მისი განვითარება მიმდინარეობს წინასწარ შემუშავებული გენერალური გეგმის შესაბამისად, ლანდშაფტური, ეკოლოგიური და არქიტექტურული ღირებულებების დაცვით.

„ზოგადად ჩვენი ხედვაა, რომ ქალაქის განვითარება მიმდინარეობდეს თანამედროვე ურბანული სტანდარტების შესაბამისად. უფრო მეტი მწვანე სივრცე, კეთილმოწყობილი ბულვარი, თავისუფლი და მოწესრიგებული ქუჩები, სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ აქტიურად“, - აღნიშნა გიორგი ცინცაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის უკვე განხორციელდა 100-მდე მცირე ზომის სამეწარმეო ობიექტის, 40-მდე კაფე-ბარისა და ბუნგალოს ტიპის ნაგებობის და 20-მდე კაფე-ბარზე მიშენებული უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი.

„ყველა შემთხვევაში პროცესი მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, ხოლო ობიექტების მფლობელები წინასწარ არიან ინფორმირებულნი და ეძლევათ შესაბამისი ვადა, რათა შეძლონ ინვენტარისა და ტექნიკის უსაფრთხოდ გატანა,“ - განაცხადა ბათუმის მერმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია