
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვარლამ წიკლაური ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრად 5 წლის ვადით არის არჩეული.
„პლენარული სესიის ფარგლებში გაიმართება დებატები რეგიონისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. კონგრესი, ასევე ახალ პრეზიდენტს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტებს და ვიცე-პრეზიდენტებს აირჩევს.
საქართველოდან, სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გოგი ფუტკარაძე, გარდაბნის, ზუგდიდის და ქუთაისის საკრებულოს წევრები - თამარ ხაჩიძე, ბელა მოსია და თეკლა მებურიშვილი მონაწილეობენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge