
ახალ ბულვარში უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა
იმედი|imedinews.ge
ახალ ბულვარში ერთ-ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. აღნიშნულ ობიექტს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა, - ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპისათვის, ბულვარის მობილური ჯგუფების ჩართულობით, სამშენებლო ნარჩენების გატანა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, ტერიტორიის სრულყოფილი მოწესრიგება განხორციელდება.
„ბულვარის იერსახის გაუმჯობესებისა და რეკრეაციული სივრცის მოწესრიგების მიზნით, უსახური და უნებართვოდ განთავსებული ობიექტების დემონტაჟის პროცესი აქტიურად გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge