
ლანჩხუთში, N1 საჯარო სკოლაში, ნულოვანი ნარჩენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
იმედი|imedinews.ge
ლანჩხუთში, N1 საჯარო სკოლაში, ნულოვანი ნარჩენის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა. ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღე ნარჩენების წარმოქმნის შემცირებას, გადამუშავებასა და მდგრადი მოხმარების პოპულარიზაციას ემსახურება.
ღონისძიების ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge