
რუსთავში ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება იწყება
იმედი|imedinews.ge
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში, არანაკლებ 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის პროექტირებას იწყებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების შესრულების საერთო ვადად 6 თვეა განსაზღვრული. მომზადდება განმეორებადი პროექტის მოდელი, რომელიც სხვა ობიექტზეც გამოიყენება.
პროექტის მიხედვით, რუსთავის ახალ ბაღში ბავშვებისთვის უნდა მოეწყოს საძინებელი, სათამაშო და სასადილო სივრცეები, მუსიკალური და სპორტული მეცადინეობისთვის განკუთვნილი ოთახები, საშხაპე და დამხმარე სათავსოები.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge