მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს
1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას ქუთაისში პატივი მიაგეს

იმედი|imedinews.ge

ქუთაისში, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

,,დღეს ქუთაისში პატივი მივაგეთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას.

9 აპრილი არ არის მხოლოდ ეროვნული ტრაგედიის დღე, ეს არის თარიღი, რომელმაც საქართველოს მოუტანა თავისუფლება და დამოუკიდებლობის აღდგენა.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ერთიანობას“, - განაცხადა ქუთაისი მერმა, დავით ერემეიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ გარდაცვლილების სულები, რომლებიც 37 წლის წინ, 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალნენ და ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სული

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ გარდაცვლილების სულები, რომლებიც 37 წლის წინ, 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალნენ და ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სული

იმედი

პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი

მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

იმედი

ნდობის ჯგუფის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს

იმედი