ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება დაიწყო

ბათუმში დამწყები გიდების გადამზადება დაიწყო

იმედი|imedinews.ge

აჭარაში დამწყები გიდების გადამზადების ტრენინგ-კურსი დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ინტენსიურ პროგრამაში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. მათ ლექციები ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორიის, საქართველოში განვითარებული ტურიზმის სახეობების, ექსკურსიათმცოდნეობის, გიდის პროფესიის, ტურის დაგეგმვის, გიდის ფსიქოლოგიისა და საქართველოს ისტორიის შესახებ უტარდებათ. სამთვიანი სატრენინგო პროგრამისას ისინი ასევე შეისწავლიან პირველადი დახმარების საშუალებებს, ბათუმის განაშენიანებას და არქიტექტურას, ტურისტულ მარშრუტებს, ღირსშესანიშნაობებს, კულტურასა და გასტრონომიას. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამაში 55-ზე მეტი ტრენერია ჩართული.

გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. დამწყები გიდების გადამზადების პროგრამა მოიცავს, როგორც თეორიულ სატრენინგო საკითხებს, ასევე, ქალაქის მარშრუტებზე და ობიექტებზე გასვლითი ტრენინგების ჩატარებას და პრაქტიკულ გასვლით გამოკითხვებს. სასწავლო პროგრამის ბოლოს ჩატარდება გამოცდები, რომლის განმავლობაშიც მონაწილეები ჩაატარებენ პრაქტიკულ ტურებს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ სპეციალურად მოწვეული ტუროპერატორებისთვის.

ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია