
„იმედმა“ გერმანიის საელჩოს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ ცვლის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შესახებ ვებ-გვერდზე ატვირთულ ძველ მონაცემებს
ტელეკომპანია „იმედმა“ თბილისში გერმანიის საელჩოს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემები განახლებული.
„თქვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია 2024 წლიდან არ განახლებულა. საქართველოს შემთხვევაში ჯერ კიდევ მითითებულია, რომ პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის არაერთხელ მიუმართავს, მაგრამ ჩანაწერი გასწორებული არ არის. შეგიძლიათ აგვიხსნათ მიზეზი, თუ რატომ არ არის განახლებული ინფორმაცია? თქვენი საელჩო თქვენს მთავრობას განახლებულ ინფორმაციას აწვდის?“, - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის „იმედის“ მიერ მიწერილ წერილში.
.jpg)
მანამდე პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. მაკა ბოჭორიშვილის პასუხიდან კი ირკვევა, რომ გაგზავნილია ნოტა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემები გაახლებული აქვს მაგალითად რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.


იმედი
წყარო: imedinews.ge