მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

იმედი|imedinews.ge

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე უძღვებოდა. აჭარის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ისაუბრა აჭარის რეგიონში კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე. კულტურის სამინისტროს გასული წლის ბიუჯეტი 44 მილიონ ლარს შეადგენდა, აქედან 41 მილიონი პროგრამულ დაფინანსებაზე იყო გათვალისწინებული, რომლის ფარგლებში განხორციელდა პროგრამები და ქვეპროგრამები შემდეგი მიმართულებით -კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა, კულტურის ორგანიზაციების განვითარება, ფოლკლორის პოპულარიზაცია, კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია, მუზეუმებისა და გალერეების განვითარება, სასცენო და სამუსიკო ხელოვნების ხელშეწყობა, ლიტერატურული ცხოვრების განვითარებისა და სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა. დაფინანსდა სახალხო დღესასწაულები, გაიმართა აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა, რომელშიც 80-მდე ფოლკლორული ანსამბლი და 2000-მდე შემსრულებელი მონაწილეობდა, სასცენო სამოსი და აქსესუარები გადაეცა 6 ანსამბლის 350 შემსრულებელს, ეროვნული სამოსი და ხალხური საკრავები გადაეცათ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრებს, ასევე, სალოტბარო სკოლებს. კულტურის პოპულარიზაციისა და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2025 წელს დაფინანსდა 20 ფესტივალი, 24 შემოქმედებითი პროექტი და 20-მდე კულტურული ინიციატივა. განხორციელებული პროექტები მოიცავდა კულტურის სხვადასხვა მიმართულებას და ასაკობრივ ჯგუფს. სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელებაში მონაწილეობდნენ სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები (9 სსიპ და 9 ააიპ). წლის განმავლობაში განხორციელდა 700-მდე კულტურული ღონისძიება. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ხელშემწყობ პროექტებზე, ხელოვანთა პროფესიულ გაძლიერებაზე, ინკლუზიური სახელოვნებო განათლების განვითარებაზე, საერთაშორისო პროექტებსა და კულტურის ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, კულტურის სამინისტრო განახლებული პროგრამებითა და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე დაფუძნებული ინიციატივებით აქტიურად განაგრძობს კულტურის სფეროს განვითარებას. მისივე თქმით, სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 8 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 52 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში გაგრძელდება რეგიონში კულტურის პოლიტიკის გაძლიერება. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს, კულტურის სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობით, რომელიც დაფუძნებულია ეროვნულ ღირებულებებზე, აჭარა სულ მალე გახდება მსოფლიო კულტურული ჰაბი, ქვეყნის საკეთილდღეოდ. მოხსენების შემდეგ მინისტრმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს. უმაღლესმა საბჭომ ანგარიში ცნობად მიიღო.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი

რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ რჩება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პრეზიდენტად ზურაბიშვილი? „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის

ოთარ კვარაცხელია აბასთუმნის ცასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე: გაკეთდა ძალიან კარგი საქმე ჩვენთვის - ასტრონომებისათვის

იმედი

საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საჰაერო ტრასების ცვლილება აბასთუმნის ცაზე - ობსერვატორიის მიმართვა მთავრობას და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი