პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა და ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა კრივის ჩემპიონატის გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა და ახალციხის მერმა ვარლამ წიკლაურმა კრივის ჩემპიონატის გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და ახალციხის მერი ვარლამ წიკლაური კრივის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრებს დაესწრნენ და გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.

ჩემპიონატი „ახალციხის ღია პირველობა მერიის თასზე“ მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება, წელს ტურნირს ახლად გახსნილმა სპორტულმა კომპლექსმა უმასპინძლა.

სამი დღის განმავლობაში 38 წონით და 4 ასაკობრივ კატეგორიაში, ერთმანეთს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 18 გუნდი, ჯამში კი 190 მოკრივე შეეჯიბრა. ფინალური შეხვედრების გამარჯვებულებს, თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია