
ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს
იმედი|imedinews.ge
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
საშეროზიოს უბანში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
პროექტის შესაბამისად შიდა სასოფლო გზაზე იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, მილხიდები და ეზოებთან მისასვლელები. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტია.
გზის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება და მოქალაქეებს სრულად რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge