
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
იმედი|imedinews.ge
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მიულოცა დედაენის დღე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დედაენა არის ჩვენი იდენტობის, თვითმყოფადობისა და ერთიანობის სიმბოლო. ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ და გავაძლიეროთ ქართული ენა, როგორც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საუნჯე,“ - აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და ქართული ენის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს.
ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge