
წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა, რომელშიც მომსახურების გაწევის საერთო ვადად 6 თვეა გსანსაზღვრული.
პროექტის მიზანია წალენჯიხის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცეში შეიქმნას თანამედროვე, მრავალფუნქციური და ეკოლოგიურად მდგრადი რეკრეაციული გარემო.
დაგეგმილია პარკის საბავშვო და დასასვენებელი ზონების, სპორტული მოედნების და სავარჯიშო სივრცეების, ველოსიპედისა და საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობა.
პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, მათ შორის ღია სცენა, პავილიონები და ღონისძიებების მოედნები.
წალენჯიხის პარკში დაგეგმილია, ასევე, ინფრასტრუქტურის სრულად განახლება, შადრევნების, სარწყავი, გარე განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პარკის ადგილობრივი სახეობების მცენარეებით გამწვანებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობებს.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge