შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა ახალციხეში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა ახალციხეში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებთან და მაგისტრანტობის კანდიდატებთან შეხვედრა ამჯერად ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შეხვედრის მიზანს 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მონაწილეთა ინფორმირება წარმოადგენდა.

საუბარი შეეხო საგამოცდო პროცესის ძირითად მიმართულებებს, რეგისტრაციის წესებსა და ვადებს, ასევე იმ ორგანიზაციულ საკითხებს, რომლებიც გამოცდების ეფექტიანად წარმართვას უკავშირდება. განხილული იქნა უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივები, მათ შორის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არჩევანის შესაძლებლობის გაფართოება და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და აბიტურიენტებმა და მაგისტრანტობის კანდიდატებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია