მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ზე: ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ზე: ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით, - განაცხადა ეუთო-სთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩარჩოში მუდმივად გაკეთდეს აქცენტები საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

„უსაფრთხოების ფორუმი არის ფორმატი, სადაც ძირითადად ხდება ეუთო-ს რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობა. ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ჩარჩოში მუდმივად გაკეთდეს აქცენტები ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო ნორმების შესრულებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, რომ არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო პრინციპების დარღვევა. ამ ფარგლებში ასევე შესაძლებლობა გვექნება, სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ვიმსჯელოთ. უკრაინის საკითხი და ომი უკრაინაში რჩება ჩვენი რეგიონისთვის ისევ და ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად. ჩვენი დღის წესრიგიც მიმართული იქნება სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობის ხელშესაწყობად“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია