მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია
საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ეწვია

იმედი|imedinews.ge

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. სურენ პაპიკიანს ქართველი კოლეგა, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მასპინძლობს, - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მინისტრებმა და დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს, სადაც თავდაცვის სფეროში ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა სომხეთის მხარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მხრიდან სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ, მჭიდრო კავშირებსა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გარემო და გამოწვევები წარმოადგენდა. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატეს.

კოლეგებმა 2026 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს, რომელიც გასულ წლებთან შედარებით უფრო მრავლისმომცველია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალთან პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა ხსოვნას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სურენ პაპიკიანი წეროვანში მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს დაათვალიერებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტიდან ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვაზე დაწესებული შეზღუდვა ამოიღო

რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტიდან ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვაზე დაწესებული შეზღუდვა ამოიღო

იმედი

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს

იმედი

გლდანის რაიონში თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება

გლდანის რაიონში თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება

იმედი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

იმედი