მილა იოვოვიჩმა ხელოვნური ინტელექტისთვის პროგრამა დაწერა

მილა იოვოვიჩმა ხელოვნური ინტელექტისთვის პროგრამა დაწერა

იმედი|imedinews.ge

მსახიობი მილა იოვოვიჩი „ვაიბკოდინგით“ - ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით პროგრამირებით დაკავდა. მან შექმნა პროგრამა, რომელიც ნეიროქსელების მეხსიერებას აუმჯობესებს.

მსახიობმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ პროგრამა MemPalace-ის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რამდენიმე თვე ფაილების დახარისხებაზე მოუწია მუშაობა. „ნებისმიერ არსებულ სისტემაში ძებნა კვლავ საკვანძო სიტყვებით ხორციელდება, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მოუხერხებელია“, - აღნიშნა იოვოვიჩმა.

იოვოვიჩმა ნეიროქსელების მიერ ინფორმაციის დახარისხების, ძიებისა და დამახსოვრების მექანიკის დახვეწა გადაწყვიტა. ხელოვნური ინტელექტის ინჟინერ ბენ სიგმანთან ერთად მან შეიმუშავა პროგრამა, რომლის საფუძველიცაა დამახსოვრების უძველესი მეთოდი - „მეხსიერების სასახლე“.

„საკმაოდ ლოგიკური არქიტექტურა მოვიფიქრე: დიდი ღია სივრცის დაყოფა სხვადასხვა ოთახად“, - განმარტა იოვოვიჩმა.

მსახიობის თქმით, MemPalace-ის შექმნაზე მან „შეცდომებითა და ნულიდან დაწყებული სამუშაოებით სავსე თვეები“ დახარჯა. ამჟამად იოვოვიჩის პროგრამა ღია წვდომაშია (GitHub-ზე).

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია