
მისია Artemis 2 მთვარეზე 1 აპრილს გაფრინდება🚀
დედამიწის მოსახლეობა ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდება - ბოლო 54 წლის განმავლობაში პირველად, ადამიანები მთვარისკენ გაფრინდებიან. NASA-ს მისია Artemis 2 სტარტს 1 აპრილს, ფლორიდიდან, ადგილობრივი დროით 18:24 საათის შემდეგ აიღებს (თბილისის დროით 2 აპრილს, 02:24 საათი).
რაკეტა SLS, რომელმაც კოსმოსში ხომალდი „ორიონი“ უნდა გაიყვანოს უკვე სასტარტო მოედანზეა. ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტი იქნება: აშშ-ის სამი მოქალაქე - რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე. ისინი 10-დღიანი მისიის ფარგლებში მთვარეს წრეს დაარტყამენ. მათი მთავარი ამოცანაა „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 - ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.
Artemis 2-ის ეკიპაჟი
.png)
ეს იქნება მთვარის გარშემო პირველი პილოტირებული ფრენა 1972 წლის დეკემბრის შემდეგ.
იმედი
წყარო: imedinews.ge