მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება
აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება.

მათივე ინფორმაციით, ახალი გზის მთავარი მიზანია, სატრანზიტო ავტოტრანსპორტმა აღარ გაიაროს უშუალოდ დაბა აბასთუმანში, რაც შეამცირებს კურორტის სატრანსპორტო დატვირთვას, ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მისი უნიკალური ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას.

„შემოვლითი გზის მშენებლობა რთულ გეოლოგიურ და რელიეფურ პირობებში მიმდინარეობს. სამუშაოები მოიცავს კლდოვანი გრუნტების დამუშავებას, ბურღვით სამუშაოებს, ფერდობების სტაბილიზაციასა და გზის სავალი ნაწილის გაფართოებას. გზის მდგრადობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შენდება საყრდენი კედლები, წყალგამტარი მილები და სანიაღვრე არხები.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყვანილია 368-მეტრიანი საგზაო გვირაბი. ჯამში, გათვალისწინებულია 6 ახალი ხიდის მოწყობა.

მათგან მდინარე აბასთუმანზე 3 ხიდის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და დარჩენილია ასფალტბეტონის საფარის მოწყობა, ხოლო დანარჩენი 3 ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და დაზიანებული ბუნებრივი საფარის აღდგენას. სამუშაოების პარალელურად დაიწყება ტყისა და ხე-მცენარეების აღდგენა იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც გზის მშენებლობამ ზემოქმედება მოახდინა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საკომპენსაციო თანხები უკვე გადახდილი აქვს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის. ამასთან, სააგენტოსთან შეთანხმებით, დაიგეგმა დამატებითი საკომპენსაციო რგვებიც. ექსპერტები უკვე მუშაობენ შესაბამის გეგმაზე, რომლითაც განისაზღვრება აბასთუმნის შემოვლითი გზის არეალში დასარგავი მცენარეების სახეობები და რაოდენობა.

ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებებიც, მათ შორის ცხოველთა სახეობებისთვის სპეციალური მიგრაციის გასასვლელების მოწყობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარემოს აღდგენისა და გამწვანების ღონისძიებებს გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგაც გააგრძელებს, რათა გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად შენარჩუნდეს და აღდგეს ბუნებრივი გარემო. აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის პარალელურად, კურორტის მიმართულებით გრძელდება სხვა საგზაო პროექტებიც — ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია, ასევე დაბა აბასთუმანში ასათიანის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება.

პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა

The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა

იმედი

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

იმედი

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

იმედი

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა

იმედი