მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შუახევის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ ხიჭაურსა და გომარდულში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც მოსახლეობის ცხოვრების პირობებს, ისე რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობას.

„დღეს მაღალმთიან აჭარაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერეთ. ხიჭაურში ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, რაც საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს. ასევე ვიმყოფებოდით გომარდულში, რომელსაც დიდი ტურისტული და სამთო-სათხილამურო პოტენციალი აქვს. აქ შენდება ახალი კოტეჯები, ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა და იზრდება კერძო სექტორის ინტერესი. ახალი პროექტები მიმდინარეობს ხიჭაურის, ჭვანისა და გომის მიმართულებებითაც, მათ შორის დაწყებულია 6.5 კილომეტრი გზის მოწყობა“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

სოფელ ხიჭაურში აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობა. პროექტი მოიცავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და სკვერის რეაბილიტაციას, ასფალტ-ბეტონის საფარის, ფერდსამაგრი კედლების, დეკორატიული განათებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას.

გომარდულში დასრულებულია თანამედროვე სტანდარტების ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. შენობაში განთავსდება რწმუნებულის ოფისი, სამედიცინო პუნქტი და მრავალფუნქციური დარბაზი. პროექტი ითვალისწინებს შშმ პირებისთვის ადაპტირებულ გარემოს, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას - მოეწყობა მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, საკოცონე სივრცე, გარე განათება და გამწვანება.

შუახევის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა შავაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სოფელ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • „ამბასადორი ჯგუფმა“ კაჭრეთში საავიაციო სოფელი გახსნა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“გენერალური გეგმის ახალი ხედვა წარადგინაBM.GE
  • ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2
  • ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართი სადგური აფეთქდატვ პირველი
  • ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათფორმულა
სოფელ →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

იმედი

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

იმედი