მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ დაესწრო

იმედი|imedinews.ge

ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალი 2026“ გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან, დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ფერმერების მხარდაჭერასა და ქართული თაფლის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ მთავრობის ხელშეწყობით, 2026 წელს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ფინანსდება და მიმდინარეობს ფერმერების თანადაფინანსებაც. ასეთი ღონისძიებების ორგანიზება კი, დამატებითი ბერკეტია მეფუტკრეების შესაძლებლობების გაზრდისა და მოტივაციის გაძლიერებისთვის.

ფესტივალის ფარგლებში, სასტუმროების, რესტორნების წარმომადგენლებსა და მეფუტკრეებს შორის B2B შეხვედრები გაიმართება, რაც ფერმერებს დაეხმარება ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვაში, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, HoReCa სექტორთან ბიზნეს კავშირების დამყარებასა და პროდუქციის რეალიზაციაში.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მეფუტკრეობის დარგის განვითარებას, ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერასა და ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდას. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 40 - ზე მეტმა მეფუტკრემ მიიღო მონაწილეობა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ და შეეძინათ აჭარასა და საქართველოს სხვა რეგიონებში წარმოებული მეფუტკრეობის პროდუქტები.

ფესტივალს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ. აქტიური ტურისტული სეზონის გათვალისწინებით, ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი და კულტურული აქტივობაც გაიმართება.

შავი ზღვის თაფლის ფესტივალი ბათუმში მეცხრედ ტარდება. ღონისძიებას, რომელიც აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძე, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 141 სტატია.

  • მთავრობის ინფორმაციით, კობახიძე მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვიაBM.GE
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემარუსთავი 2
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

კრემლის განცხადებით, უკრაინის გადაყენებული მინისტრის მოწოდება არჩევნების ჩატარებისკენ კიევში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს

კრემლის განცხადებით, უკრაინის გადაყენებული მინისტრის მოწოდება არჩევნების ჩატარებისკენ კიევში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს

იმედი

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იმედი