მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

იმედი|imedinews.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 262,39096 გრ. „ალფა-პვპ“. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

ბრალდებულს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) .

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავაფორმულა
  • "ყოველდღე ვივლი პროკურატურაში და მათ მოკლე მეხსიერებას შევახსენებ, რომ გამოსაძიებელია ჩემი შვილის საქმე" - თამარ ბაჩალიაშვილის დედატვ პირველი
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო - რას აცხადებენ აფხაზეთის ომის ვეტერანებირუსთავი 2
  • პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატის მუხლით დაიწყონეტგაზეთი
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

კრემლის განცხადებით, უკრაინის გადაყენებული მინისტრის მოწოდება არჩევნების ჩატარებისკენ კიევში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს

კრემლის განცხადებით, უკრაინის გადაყენებული მინისტრის მოწოდება არჩევნების ჩატარებისკენ კიევში არსებულ განხეთქილებაზე მიუთითებს

იმედი

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ  მოქალაქეს  ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ სქესობრივი კავშირის იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

იმედი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა უფრო „დამანგრეველი“ იარაღი გამოიყენოს

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმში „შავი ზღვის თაფლის ფესტივალს“ დაესწრო

იმედი