მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახდა

იმედი|imedinews.ge

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, 13 ხმით დაამტკიცა.

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარეს კენჭი.

კენჭისყრამდე, ზურაბ პატარაძე, კანონმდებლების წინაშე სამოქმედო გეგმითა და სამომავლო ხედვებით წარდგა - ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ ზრდაზე, საინვესტიციო პროექტებზე, ტურიზმის განვითარება-ხელშეწყობაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით მეტი შემოსავლების მიღებაზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებსა და ღონისძიებებზე.

ზურაბ პატარაძემ, მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს, მოისმინა მათი მოსაზრებები და წინადადებები.

ახლად დამტკიცებულმა მთავრობის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - ცოტნე ანანიძეს, საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ აქტიური თანამშრომლობით, ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეძლებენ ქვეყნისა და რეგიონისთვის.

სხდომაზე არაერთხელ გაიჟღერა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის - სულხან თამაზაშვილის სახელმა. კანონმდებლებმა და მთავრობის წევრებმა მას კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა რეგიონში გაწეული საქმიანობისთვის და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვეს.

მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობა არ მიუღიათ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს.

პლენარულ სხდომამდე, საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომები, სადაც მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, სამთავრობო პროგრამა, სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები წარმოადგინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობებიBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში