მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობები
მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობები

მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობები

BM.GE31 ივლისი, 2026, 14:20|bm.ge

მთავრობამ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხომარეთში 6 897 კვ.მ.-ის მიწა კომპანია „ჯრუჭულა ენერჯის“ საკუთრებაში 49 წლით აღნაგობის უფლებით გადასცა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 1555-ე განკარგულებიდან ირკვევა.

დოკუმენტის მიხედვით, კომპანიისთვის 5 მიწის ნაკვეთის გადაცემაზე მთავრობამ თანხმობა ქონების ეროვნულ სააგენტოს მისცა.

კომპანიამ მიწის სარგებლობისთვის ყოველწლიურად 3 860 ლარი უნდა გადაიხადოს. ამასთან, 49-წლიანი საკუთრებაში გადაცემის პირობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში არაუმეტეს 0.5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურის აშენება და ექსპლუატაციაში მიღებაა, რისთვისაც კომპანიამ მინიმუმ 800 000 ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით, "ჯრუჭულა ენერჯი" 2023 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი "ნიუ ვიჟენ ჰოლდინგია". დედა კომპანიის 50-50%-იან წილებს კი როსტომ და შმაგი შავაძეები ფლობენ. ორივე კომპანიაში დირექტორის პოზიციას როსტომ შავაძე იკავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული "ხინოწმინდობა" მიულოცარუსთავი 2
  • ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვისიმედი
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

BM.GE

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის

ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გაუფორმდა - ის საპატიმროს 2 წელში დატოვებს და ₾2 მილიონს გადაიხდის

BM.GE

10 წელში 5 ხელმძღვანელი - როგორ იცვლებოდნენ სუსის უფროსები „ოცნების“ მმართველობისას

10 წელში 5 ხელმძღვანელი - როგორ იცვლებოდნენ სუსის უფროსები „ოცნების“ მმართველობისას

BM.GE

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, ნავთობის ფასი $109-მდე გაიზარდა

BM.GE