მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ თავმჯდომარეს, ტელმან ალიევს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ბიზნესკავშირების დამყარებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარების საკითხები განიხილეს.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოთი, სტრატეგიული მდებარეობით, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და ტურისტული პოტენციალით გამოირჩევა. მისივე თქმით, ვიზიტი ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებასა და სავაჭრო ბრუნვის ზრდას.

„ჩვენი რეგიონი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებში სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. დღეს ვმასპინძლობდით აზერბაიჯანის დელეგაციას, რომლის წევრები დადებითად აფასებენ საქართველოს კანონმდებლობას, მის მოქნილობას, ასევე ჩვენი რეგიონის ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს. ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ბიზნესს სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას. აჭარა სწორედ ის ადგილია, სადაც ინვესტიციების განხორციელებისა და წარმატებული ბიზნესის წარმოებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აღსანიშნავია, რომ „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ ორგანიზებით, ბათუმში 2-5 სექტემბერს საერთაშორისო ბიზნესს მისია Grand CEO Tour იმართება, რომლის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბება და საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაა. კლუბი საქართველოში აქტიურად საქმიანობს და აერთიანებს ენერგეტიკის, მშენებლობისა და დეველოპმენტის, საბანკო-საფინანსო, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლებს.

შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში, ასევე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ფუად აზიზოვი და ,,კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი ზარქუა: რაც დღეს გერმანიას სჭირს, ეს არის გერმანიის კანცლერის, მერცის პოლიტიკის პირდაპირი დამსახურება. როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მერე დაგემართება ის, რაც დაემართა - არჩევნები მოახლოებულია და ვინც პოლიტიკური კონკურენტები არიან, თურმე, უნდა დააჭერინონ ან საერთოდ აკრძალონ

ჭეიშვილი: გვახსოვს ისტერიკა, რომელიც ჩვენი მხრიდან ე.წ. პოლიტიკური ძალების მიმართ კონსტიტუციური სარჩელის მომზადებას მოჰყვა - გერმანიაში ძალიან საეჭვო წინაპირობების გათვალისწინებით, სახელისუფლებო გუნდი ცდილობს, რომ ოპონენტი ჩამოიშოროს რეგიონულ არჩევნებში. ამაზე უფრო კლასიკური მაგალითი ორმაგი სტანდარტისა, რა შეიძლება იყოს?

რატი იონათამიშვილი: ამ უსამართლო სანქციებით, ასეთი ზეწოლით არათუ ვერაფერს გახდნენ, მთელი კამპანიებით, რომელიც მის წინააღმდეგ დაგეგმეს და აწარმოვეს, გამოიკვეთა კიდევ უფრო მეტად, როგორ არის ბიძინა ივანიშვილი შეყვარებული საკუთარ სამშობლოზე

გიორგი ზერეკიძე ელიზბარაშვილზე: უბრალოდ იმიტომ, რომ შვილის ტოლმა ადამიანმა უთხრა ჩემს ოჯახს აღარ მიაყენო შეურაცხყოფაო, იარაღით მიუვარდა და რომ არა დროული რეაგირება, რას დაატრიალებდა, კაცმა არ იცის - ჯერ მაგ ნაძირალამ ციხის კადრები დადგმული იყოო, საკუთარი ბოღმის გამო რომ იძახა, მაგისთვისაც ჰქონდა პასუხი მოსათხოვი თუნდაც იმ ბიჭებისგან, ვინც ის ჯოჯოხეთი გაიარა