მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ზარქუა: რაც დღეს გერმანიას სჭირს, ეს არის გერმანიის კანცლერის, მერცის პოლიტიკის პირდაპირი დამსახურება. როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მერე დაგემართება ის, რაც დაემართა - არჩევნები მოახლოებულია და ვინც პოლიტიკური კონკურენტები არიან, თურმე, უნდა დააჭერინონ ან საერთოდ აკრძალონ
ირაკლი ზარქუა: რაც დღეს გერმანიას სჭირს, ეს არის გერმანიის კანცლერის, მერცის პოლიტიკის პირდაპირი დამსახურება. როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მერე დაგემართება ის, რაც დაემართა - არჩევნები მოახლოებულია და ვინც პოლიტიკური კონკურენტები არიან, თურმე, უნდა დააჭერინონ ან საერთოდ აკრძალონ

იმედი|imedinews.ge

გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - AfD-ს ზოგიერთი განყოფილების აკრძალვა მოითხოვა. შექმნილ ვითარებას თბილისში აფასებენ.

„ის, რაც დღეს გერმანიას სჭირს, ეს არის გერმანიის კანცლერის, მერცის პოლიტიკის პირდაპირი დამსახურება. როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებ, მერე დაგემართება ის, რაც დაემართა. დღეს მაკრონთან ერთად ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს ევროპის ერთ-ერთ წამყვან და ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს - გერმანიას. და ახლა რა მოიფიქრეს - არჩევნები მოახლოებულია და ვინც პოლიტიკური კონკურენტები არიან, თურმე, უნდა დააჭერინონ ან საერთოდ აკრძალონ. ეს არის მათი ხელწერა და მიდგომა - აქ დემოკრატია უკვე არავის აინტერესებს და არავის ახსოვს“, - განაცხადა დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ.

როგორც ცნობილია, Politico წერს, რომ კანცლერის ფრიდრიხ მერცის პარტია მომავალ რეგიონულ არჩევნებზე მარცხდება, სოციოლოგიური კვლევებით AfD-ს 42%-იანი მხარდაჭერა აქვს, რაც ორჯერ აღემატება ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგს.

მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში იზრდება რეიტინგის სათავეში მყოფი პარტიის წევრებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტები. ქალაქ ბად-კროიცნახში AfD-ს საინფორმაციო კარავს და იქ შეკრებილ ხალხს უცნობი ქიმიური სითხე შეასხეს. დაშავდა 9 ადამიანი. არჩევნების მოახლოებასთან ერთად AfD-ს ფრიდრიხ მერციც აკრიტიკებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო

იმედი

მიხეილ სარჯველაძე: 7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება

მიხეილ სარჯველაძე: 7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება

იმედი

The Guardian: Volkswagen-ი კიდევ 50 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

The Guardian: Volkswagen-ი კიდევ 50 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

იმედი

პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი