მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო

იმედი|imedinews.ge

აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს რეგიონის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ზაზა შავაძესთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გაეცნო. ზურაბ პატარაძის განცხადებით, გზების რეაბილიტაცია და უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განსაკუთრებით იმ ლოკაციებზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორების გადაადგილების მაღალი ინტენსივობაა. ,,უსაფრთხო და ხარისხიანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის და ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში გადაადგილება იყოს კომფორტული და უსაფრთხო. იქნება მაქსიმალური კონტროლი, რომ ყველა პროექტი დადგენილ ვადებში დასრულდეს. ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდეს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამუშაოები ხუცუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში, მესხიძეები-ბაჯელიძეების მიმართულებით მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 850 მეტრ მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა - საყრდენი კედლების მშენებლობა დასრულებულია, ამ ეტაპზე კი სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. რეაბილიტირებული გზით სოფელში მცხოვრები 30 ოჯახი ისარგებლებს. ინტენსიური სამუშაოებია მაჭახლის ხეობაში, სადაც ოთხ ლოკაციაზე საყრდენი კედლების საძირკვლის არმირება და ცემენტ-ბეტონის ჩასხმა მიმდინარეობს. რამდენიმე დღეში სამუშაოები დამატებით ექვსი მიმართულებით დაიწყება. პროექტის ჯამური ღირებულება 3 967 683 ლარია. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი ირაკლი ცეცხლაძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის მთავრობის, რეგიონის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები გაეცნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 140 სტატია.

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?BM.GE
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი