
აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო: ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ირანის სახელით ფულის გათეთრებას უწყობს ხელს, აშშ დოლარის სისტემიდან გაირიცხება. დროის ათვლა უკვე დაიწყო“, - განაცხადა ბესენტმა ორშაბათს სიტყვით გამოსვლისას.
„თუ ისინი ტრანზაქციებს უწყობენ ხელს და იმ ეკოსისტემის ნაწილი არიან, რომელიც ირანულ ნავთობს ფულად და რეპრესიებად აქცევს, ისინი სამიზნე გახდებიან“, - აღნიშნა ბესენტმა სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ.
პრესრელიზში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა შედარებით რბილი ენა გამოიყენა და განაცხადა, რომ ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ფულის გათეთრებას ან სანქციებისთვის გვერდის ავლას უწყობს ხელს, „აშშ-ის ფინანსური სისტემისგან გათიშვის რისკის წინაშე დგება“.
შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა ჩინურ ბანკებს დაეკისროთ მეორადი სანქციები ირანის დახმარებაში სავარაუდო როლის გამო, ბესენტმა თქვა, რომ საუკეთესო მიდგომა „მშვიდი დიპლომატიაა“, თუმცა დასძინა, რომ „აშშ-ის სანქციებისგან დაუცველი არავინაა“.
„ჩვენ თითოეულ ქვეყანასთან ვმუშაობთ, რათა მათ ჩვენი მოლოდინები გავაცნოთ“, - თქვა მან. - „ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი. მათაც იციან საკუთარი თავის შესახებ“.
იმედი
წყარო: imedinews.ge