მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღორჯომსა და დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობასა და სოფელ დიდაჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნა ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს გარემოსთან ადაპტირებული ღია მანეჟის, დახურული თავლის, ადმინისტრაციული ცენტრისა და წრიული საცხენოსნო ბილიკების მოწყობას. ერთ ჰექტარზე განთავსებული ღია მანეჟი როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ ცხენოსნებს მოემსახურება.

ზურაბ პატარაძემ სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა. პროექტი მოიცავს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის, წყაროს, საყრდენი ფერდსამაგრი კედლის, ქვაფენილისა და თანამედროვე გარე განათების სისტემის მოწყობას. მიმდინარე წელს რიყეთისა და აგარის ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობაც იგეგმება, რაც სოფლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოსახლეობისთვის კომფორტული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ღორჯომსა და დიდაჭარაში მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე გაეცნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 134 სტატია.

  • ₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?BM.GE
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

იმედი

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა