მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“ დაესწრო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“ დაესწრო.

კონფერენცია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა, გიორგი მურვანიძემ გახსნა.

ზურაბ პატარაძემ კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ მსგავსი საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებები ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაღრმავებას და დარგის განვითარებას.

„საქართველოში პირველად იმართება სასამართლო ექსპერტიზის სფეროს საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ დელეგატები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ორი დღის განმავლობაში დარგის სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის ექსპერტიზის სანდოობასა და ეფექტიანობას.

აჭარაში და საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტის განხორციელება, რისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეფექტიან და მაღალკვალიფიციურ ექსპერტიზას. დარწმუნებული ვარ, სწორი კომუნიკაცია მოგვცემს შესაძლებლობას უსაფრთხოდ, ეფექტიანად ვმართოთ პროცესები და დროულად მივიღოთ შესაბამისი დასკვნები და კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს, შესაბამისად, მეტი წარმატება იყოს რეგიონში“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

კონფერენციის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ მსოფლიოში წამყვანი საექსპერტო ტექნიკისა და ლაბორატორიული აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მოწყობილობების გამოფენა დაათვალიერა.

კონფერენციას, საერთაშორისო და ქვეყნის მასშტაბით მოწვეულ სტუმრებთან ერთად, აჭარის მთავრობის და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება და მას ბათუმი მასპინძლობს. ღონისძიებაში მონაწილეობს 170-მდე დელეგატი, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 55 წარმომადგენელი - ექსპერტიზის სფეროს წამყვანი სპეციალისტები, მეცნიერები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლოში ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა დაიწყოფორმულა
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვსტვ პირველი
  • საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართარუსთავი 2
სასამართლო →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი