მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენის - ,,EBIT 2026“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის თავმჯდომარემ, მეუღლესთან ერთად საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და გამოფენის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ გამოფენა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის გაძლიერებას და ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარებას.

,,მოხარულები ვართ, რომ წელს გამოფენაზე განსაკუთრებულად ბევრ კომპანიას და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ვხედავთ. ღონისძიება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ახალი მიმართულებების გაძლიერებას. მოგეხსენებათ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბათუმი და აჭარა იყოს ოთხივე სეზონზე აქტიური. დღეს წარმოდგენილი კომპანიები დაინტერესებული არიან როგორც საზღვაო ტურიზმით, ასევე სამთო-სათხილამურო მიმართულებით, ეკო ტურიზმით, აგრარული ტურიზმით და სპორტული ტურიზმით. ის ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს გააჩნია ჩვენს ქვეყანას და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, გვაძლევს შესაძლებლობას ვუმასპინძლოთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს. ვფიქრობ, შევძლებთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სერვისები, კომფორტული გავხადოთ დასვენება და ოთხივე სეზონზე გვქონდეს ძალიან ბევრი წარმატება“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

გამოფენის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარე აჭარაში ვიზიტით მყოფ ართვინის გუბერნატორს თურან ერგუნს და არტაანის გუბერნატორს მეჰმეთ ფათიჰ ჩიჩექლის შეხვდა. შეხვედრას საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუსტაფა თურქერ არი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე ესწრებოდნენ.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაში წელს 90-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია მონაწილეობს. გამოფენის მიზანია ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, სექტორში არსებული სიახლეების, ინოვაციებისა თუ ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი