მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებთან და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის მთავრობის წევრებთან ერთად, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი ბიზნესის და ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ბიზნესის მხარდაჭერის, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების საკითხები განიხილეს.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, სავაჭრო-სამრეწველო პალატას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფის პროცესში; მისივე თქმით, აუცილებელია პალატის აქტიური ჩართულობა ადგილობრივი მეწარმეების, ფერმერების მხარდაჭერის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში.

„ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარება, ახალი საქმიანი კავშირების დამყარება, ინვესტიციების მოზიდვა, სავაჭრო ბრუნვისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტებია. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობების გაძლიერებას, საქმიანი შეხვედრების, ბიზნესფორუმებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებას. უახლოეს პერიოდში ბიზნესფორუმების გამართვა იგეგმება როგორც მაღალმთიან აჭარაში, ისე ბათუმში.

აჭარა შესაძლებლობების რეგიონია, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საქმიანი ფუნქცია. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხრიდან უფრო მეტი პროაქტიული კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან და ერთობლივი ახალი ინიციატივების რეალიზების მხარდაჭერა ჩვენი სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში საქმიანი ტურიზმის განვითარების და საერთაშორისო ბიზნესფორუმების ორგანიზების საკითხებზე. განიხილეს მაღალმთიან აჭარაში მცირე საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საკითხები. ასევე, აღინიშნა, რომ ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციას და ექსპორტის ხელშეწყობას მოახლოებული ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი გიორგი რომანაძე ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?BM.GE
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს

კანადამ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, დაახლოებით 700 დასახელების ამერიკულ პროდუქტზე 50%-მდე ტარიფების დაწესებას გეგმავს

იმედი

იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა

იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტის, ტომოკო აკანეს მხარდაჭერას, რომელსაც გასულ კვირას აშშ-მა სანქციები დაუწესა

იმედი

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

იმედი

პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ

პარლამენტის წევრები გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწრნენ

იმედი