მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის და მთავრობის წევრების მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის და მთავრობის წევრების მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის და მთავრობის წევრების მონაწილეობით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს რევაზ სოხაძეს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მსჯელობა შეეხო საავტომობილო მაგისტრალური და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების განვითარებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას, ასევე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტებს.

შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეგიონში მიმდინარე სამუშაოების შესრულების დინამიკა და სამომავლო გეგმებიც შეაჯამეს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო და ინტენსიური კოორდინაცია მნიშვნელოვანია ყველა პროექტის დროულად და მაღალი ხარისხით განხორციელებისთვის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აჭარაში არაერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს და გეგმავს, რომლებიც რეგიონის სატრანსპორტო კავშირების, საგანმანათლებლო, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება.

სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ჯაბა სურმანიძე და ადმინისტრაციის უფროსი გოჩა ჯაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 119 სტატია.

  • მთავრობა 45 ლოკომოტივის და 10 სამგზავრო მატარებლის შესყიდვის დაწყებას 2027 წლიდან გეგმავს - ფასი 890 მლნ ლარიBM.GE
  • ღარიბაშვილი: ჩემი მთავრობის მუშაობის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?ფორმულა
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგორუსთავი 2
  • "ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართესტვ პირველი
მთავრობის →სამინისტროს →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: 2022 წელს, როდესაც გაძლიერდა ზეწოლა ქვეყანასა და მის სუვერენიტეტზე, ჩვენ იძულების წინაშე დავდექით და პრინციპში, ამ იძულებამაც გამოიღო კარგი შედეგი, მოვახერხეთ ის, რასაც ვერ ვახერხებდით 2022 წლამდე - თვისებრივად განვამტკიცეთ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი

პრემიერი: იმედიც კი არ არსებობდა, ისეთი ავტორიტარული რეჟიმი იყო შექმნილი და ამ დროს გამოჩნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც, პირველ რიგში გააჩინა იმედი უმძიმეს მდგომარეობაში და ეს იმედი აქცია რეალობად, როდესაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. ამ არჩევნების და პირველი ოქტომბრის გამარჯვების მთავარი შედეგი იყო დემოკრატიული გარდატეხა, ხალხისთვის თავისუფლების და ღირსების დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არაერთი მცდელობა, იგივე „გამჭვირვალობის კანონთან“, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა რომ არ დამდგარიყო მოწოდების სიმაღლეზე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავძლევდით ამ პრობლემებს

ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდებისთვის მთავრობის ეგიდით სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სტაჟირების პროგრამა, რომელშიც ათასობით კურსდამთავრებულია ჩართული და საკმაოდ კარგი შედეგებია - ბევრი სტაჟიორი დასაქმდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში და ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ ეს სისტემა