მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აჭარის უმაღლეს საბჭოში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
აჭარის უმაღლეს საბჭოში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

აჭარის უმაღლეს საბჭოში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

აჭარის უმაღლეს საბჭოში თავდაცვის სამინისტროს სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებმა უმაღლესი საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საყოველთაო-სავალდებულო სამხედრო და სახელშეკრულებო სამსახურში გაწვევის პროცესის ეფექტურობის გაზრდას, რეგიონში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის საკითხებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიების მონაწილეებს კითხვები ჰქონდათ წვევამდელთა ბაზებთან, შერჩევის პრინციპთან, მიმდინარე რეფორმებთან და გადავადების მექანიზმთან დაკავშირებით.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმების მიზნობრიობას.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეგლამენტაციები გაიარა თავდაცვის უწყებამ. მათ შორის სამხედრო სავალდებულო გაწვევასთან, სამსახურის გავლასთან დაკავშირებით. გამოყენებულია ძალიან კარგი საერთაშორისო პრაქტიკა და ამავდროულად, გათვალისწინებულია ყველა ის ოჯახური და ადამიანური კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო ბალანსს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის თვალსაზრისით",- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მადლობის სიგელები გადასცეს.

ინფორმაციას აჭარის უმაღლეს საბჭო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

იმედი

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი