
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშს მოუსმენენ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის 2025 წლის ანგარიშს მოუსმენენ, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას შეეხება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 30 მნიშვნელოვან საკითხზე, მასში ასევე წარმოდგენილია 2025 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და პროგრესი.
„ქვეყნის მიერ ძალიან ბევრი საკითხი განხორციელდა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, რაც ვფიქრობთ, რომ ანგარიშში ასახული იქნება. ჩვენ დაველოდებით სახალხო დამცველის ანგარიშს. მომავალ მუშაობაში გავითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას და მოსაზრებას, რომელიც ანგარიშში იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge