მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აკაკი ალადაშვილი: მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენი ყველა ნაბიჯი ორიენტირებულია ქართველ ხალხსა და მის ინტერესებზე
აკაკი ალადაშვილი: მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენი ყველა ნაბიჯი ორიენტირებულია ქართველ ხალხსა და მის ინტერესებზე

აკაკი ალადაშვილი: მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენი ყველა ნაბიჯი ორიენტირებულია ქართველ ხალხსა და მის ინტერესებზე

იმედი|imedinews.ge

არც ქილიკი მაკვირვებს და არც დუმილი, ეს არის აბსურდის და ორმაგი სტანდარტის კლასიკური გამოხატულება. ჩვენ ხან პრო ირანულს გვეძახიან, ხან პრო ჩინურს, ხან სხვა რამე გაახსენდებათ და იმას გვეძახიან. სინამდვილეში ამ გარე დავალებების გამცემებმაც და შიდა რადიკალებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველი ხალხის ინტერესების გამტარი ხელისუფლება და ჩვენი თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს ქართველი ხალხის ინტერესებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა ირანის დელეგაციის სომხეთში ვიზიტზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეს კარგი ურთიერთობა.

„როდესაც ვხედავთ ამ ზემოთ ხსენებულ ქვეყნებთან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები აწყობენ შეხვედრებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს რიტორიკა სადღაც იკარგება. ეს არის ფარსი და სიყალბე. ჩვენ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შიდა ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენი ყველა ნაბიჯი ორიენტირებულია ქართველ ხალხსა და მის ინტერესებზე.

ყველა თავმოყვარე ქვეყანა ზრუნავს საკუთარი ხალხის ინტერესებზე და შესაბამისად შეხვედრებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, მითუმეტეს რეგიონისა და მეზობლების წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ვერანაირ მიზეზს ვერ დაასახელებენ, რის გამოც არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა საქართველოს ირანთან. ოპოზიციის აღქმებში შეიძლება რაღაც მიზეზი იყოს, მაგრამ ფაქტს ვერ დაასახელებენ და რიცხვს ვერ დაასახელებენ, ამიტომ ისვრიან აბსტრაქტულ ფრაზებს“, - აღნიშნა აკაკი ალადაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი