მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს
ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს

ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს

იმედი|imedinews.ge

1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ახალციხეში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში განსაკუთრებული მხიარულება და ჟრიამული იყო, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით პატარებისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, პატარა სტუმრების წინაშე თეატრალური და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ მესხეთის თეატრის დრამატული წრის პატარა მსახიობები, საბავშვო სტუდია ,,პალიტრას“ და ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდული საბჭოს წევრები. გაიმართა დრამერ-შოუ, სხვადასხვა გასართობი თამაშები და სპორტული შეჯიბრებები. სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო ხატვის მასტერკლასი და მსურველებს სახეზეც მოხატვაც შეეძლოთ. თოჯინების თეატრში კი, სპექტაკლი „ბატის ჭუკი“ გაიმართა.

პატარები ასევე, განსაკუთრებულად გაახალისეს გასართობი ცენტრების ,,ბეიბი ბუმისა“ და „ჰეფი ქიდსის“ ანიმაციურმა გმირებმა. მერიისგან სათამაშოები, ჰელიუმის ბუშტები, ბატიბუტი და ნაყინი დაურიგდათ ღონისძიებაზე შეკრებილ ყველა პატარას, იღბლიანი მონაწილეები კი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ 1 ივნისთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, შშმ ბავშვთა სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაუწია მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 78 ბავშვს, თითოეულს 300 ლარის ოდენობით.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! თითოეულ მათგანს ვუსურვებთ ნათელ და ბედნიერ მომავალს!

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი