მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება

იმედი|imedinews.ge

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდება. მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, პირველ მოადგილესთან ნოდარ ტატალიშვილთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის უფროსის მოადგილესთან ცირა ნაფეტვარიძესთან და ექსპერტთან ლაშა გეგეჭკორთან ერთად პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა. ხაზი გაესვა რეგიონში პრობლემის აღმოსაფხვრელად, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას იწყებს. სამცხე - ჯავახეთის რეგიონში, თავშესაფრის მშენებლობის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დროებით სარგებლობაში, გადასცა სოფელ სხვილისში, ე.წ. ფარეხის ტერიტორიაზე არსებული 1 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

პროგრამის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპლექსი, სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა დანიშნულების შენობები, ზამთრისა და ზაფხულის საერთო განთავსების ვოლიერები, საკარანტინე ზონა, წყლის ბიოლოგიური გამწმენდი, ადმინისტრაციული შენობა, ავტოპარკი და სხვა. ცხოველთა თავშესაფარი სამცხე - ჯავახეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

შეხვედრას ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი თედორაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელი ბექა კობახიძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი