
ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი გაიმართა
იმედი|imedinews.ge
სპორტის სამინისტროს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის ეგიდით ახალციხეში, მოტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი ენდუროს დისციპლინაში გაიმართა. შეჯიბრის ორგანიზატორი ახალციხის მოტოკლუბი „ქასთელ რაიდერსი" იყო.
ასევე, ბავშვთა და მოზარდთა მოტოკროსის კლუბ „რაიდ ქრაფთის“ ორგანიზებით, ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატის მე-3 ეტაპი ენდურო ბავშვების და მოზარდების დისციპლინაში.
ტურნირში სხვადასხვა რეგიონიდან 52 სპორტსმენი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს მედლები, თასები, სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge