მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მოადგილესთან გიორგი მელიქიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საბა კბილაშვილთან ერთად ახალციხის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვარლამ წიკლაურმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა, თანადგომას დაჰპირდა და მადლობა გადაუხადა ქართული ხალხური ტრადიციული სიმღერებით დაინტერესებისა და მათი პოპულარიზაციისათვის. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კი მოსწავლეებს ახალი ფორმები გადაეცათ.

„შეხვედრას მოსწავლეთა მშობლები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ახალციხის სალოტბარო სკოლა 2020 წლიდან ფუნქციონირებს. ლოტბარი ზაზა თამარაშვილისა და რეგენტი ქეთევან კოპაძის ხელმძღვანელობით სკოლაში 40 მოსწავლე ტრადიციულ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და გალობას ეუფლება.

გუნდი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ფესტივალებში წარმატებით მონაწილეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი