მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილი ადგილი დაათვალიერა

იმედი|imedinews.ge

მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სურსათის ეროვნული სააგენტოს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ექსპერტთან ლაშა გეგეჭკორთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ხელმძღვანელთან ბექა კობახიძესთან, საპროექტო ორგანიზაციისა და გეოლოგების წარმომადგენლებთან ერთად თავშესაფრის მშენებლობისათვის განკუთვნილ ადგილზე იმყოფებოდა.

„პროექტის მოსამზადებლად წინასაპროექტო გეოლოგიური კვლევა ჩატარდა. პროექტირების დასრულების შემდეგ კი ტენდერი სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად გამოცხადდება.

ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სამცხე - ჯავახეთის რეგიონში, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი სოფელ სხვილისში, ე.წ. ფარეხის ტერიტორიაზე აშენდება, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დროებით სარგებლობაში გადასცა.

პროგრამის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპლექსი, რომელიც სამცხე - ჯავახეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტს მოემსახურება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა

იმედი

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ

იმედი

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება

იმედი

დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები