
ახმეტის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
იმედი|imedinews.ge
ბრაკონიერობის ფაქტი მოხდა კახეთში. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახეობის, მათ შორის წითელი ნუსხით დაცული მდინარის კალმახის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევა სოფელ მატნის მიმდებარედ მოხდა. მოქალაქე თევზჭერისას ელექტროიარაღს იყენებდა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge