მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენი პოლიტიკა სრულად არავის მოსწონს. ყოველთვის ვინმე ამბობს: „თქვენ რამდენიმე სკამზე სხედხართ“. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი - სერბული სკამის სასარგებლოდ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირია. ამავდროულად, გვსურს ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან
ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენი პოლიტიკა სრულად არავის მოსწონს. ყოველთვის ვინმე ამბობს: „თქვენ რამდენიმე სკამზე სხედხართ“. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი - სერბული სკამის სასარგებლოდ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირია. ამავდროულად, გვსურს ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან

ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენი პოლიტიკა სრულად არავის მოსწონს. ყოველთვის ვინმე ამბობს: „თქვენ რამდენიმე სკამზე სხედხართ“. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი - სერბული სკამის სასარგებლოდ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირია. ამავდროულად, გვსურს ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან

იმედი|imedinews.ge

გერმანულმა გამოცემამ Welt am Sonntag სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც მან რუსეთ-უკრაინის ომზე და სერბეთის ეროვნულ ინტერესებზე ისაუბრა.

უკრაინაში ვლადიმერ პუტინის მიზნებზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას, ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ კოლეგის ნაცვლად ვერ ისაუბრებს, თუმცა მიაჩნია, რომ პუტინს მთელი დონბასის გაკონტროლება სურს: „ამას შემდეგ, შესაძლოა, ომის დასასრულებლად მზად იყოს“. ამასთან, ვუჩიჩმა სერბეთის მეგობრები უწოდა როგორც რუსებს, ასევე უკრაინელებს.

„მე აქ იმისთვის არ ვარ, რომ რუსებს, უკრაინელებს ან ვიღაც სხვას ვასიამოვნო. მე აქ სერბებისთვის ვარ. ახლა ზოგიერთი მოღალატეს მიწოდებს იმის გამო, რომ ზელენსკის შევხვდი. თითქოს მასთან შეხვედრის უფლება არ მქონოდა. ჩვენი პოლიტიკა სრულად არავის მოსწონს. ყოველთვის ვინმე ამბობს: „თქვენ რამდენიმე სკამზე სხედხართ. საბოლოოდ ჩამოყალიბდით“. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი - სერბული სკამის სასარგებლოდ. ჩვენი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირია. ამავდროულად, ჩვენ გვსურს ურთიერთობების შენარჩუნება რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბელგრადს კიევისთვის იარაღი პირდაპირ არ მიუწოდებია, ქვეყანა მას დასავლელ პარტნიორებს ჰყიდდა, რის შემდეგაც მიწოდების ნაწილი საბოლოოდ უკრაინაში ხვდებოდა. ამასთან, ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთიდან უკრაინაში იარაღის პირდაპირი მიწოდების საკითხი არ დასმულა. ევროკავშირის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ჰიბრიდული შეტევების შესახებ დასმულ შეკითხვაზე მან უპასუხა, რომ საჭიროა მოსკოვის პოზიციის გაგების მცდელობა.

„თქვენ საუბრობთ ჰიბრიდულ ომზე, რომელსაც რუსეთი ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. მაგრამ რა გააკეთა ევროპამ რუსეთის მიმართ? შეიარაღა უკრაინა, დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, დააფინანსა უკრაინა. რას ნიშნავს ეს რუსული თვალსაზრისით? ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამას ვამტკიცებ. მაგრამ უნდა ვეცადოთ, გავუგოთ ორივე მხარეს: ზელენსკისაც და პუტინსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერსად წავალთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. მისივე თქმით, ის ყოველდღე ცდილობს მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას.

ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მის სუვერენიტეტს, თუმცა „მშვიდობა ომზე უკეთესია“. მაგალითად მან 1999 წელს ნატოს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვა მოიყვანა, რის შემდეგაც, როგორც ვუჩიჩმა განაცხადა, სერბეთს „ტერიტორიის 14% წაართვეს“. „არ შეიძლება იმის თქმა, რომ მაშინ ეს ნორმალური იყო, დღეს კი ეს ფატალური სიგნალია“, - თქვა პოლიტიკოსმა. მისი აზრით, მსოფლიო პოლიტიკა დღეს „სხვაგვარად გამოიყურება, ვიდრე 5-6 წლის წინ“, ხოლო რუსეთმა „გავლენა დაკარგა, მაგალითად, კავკასიაში“.

შეკითხვაზე - იქნება თუ არა მშვიდობა ევროპაში 5 წლის შემდეგ, ვუჩიჩმა უპასუხა:

„თუ მკითხავთ, პირადად რისი მჯერა, გეტყვით, რომ დიდი ომის დასაწყისში ვართ. სწორედ ამიტომ მქონდა იმედი, რომ ვინმე უკვე რამეს გააკეთებდა მშვიდობისთვის. ეს არ მოხდა. და უახლოეს მომავალში არ მოხდება. ეს ნიშნავს, რომ ბევრად უფრო მასშტაბური ომის ზღურბლზე ვდგავართ“. ვუჩიჩმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ 5 წლის შემდეგ მსოფლიოში სულ მცირე 2 ზესახელმწიფო იარსებებს - აშშ და ჩინეთი. მათ გვერდით შესაძლოა ევროკავშირიც დადგეს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ამოცანას გაუმკლავდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 105 სტატია.

  • "რეპსოლი" სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს - განცხადებაBM.GE
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
სრულად →პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

უნგრეთში ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

უნგრეთში ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

იმედი

ლიბანზე ისრაელის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

ლიბანზე ისრაელის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ლონდონში უკრაინის დაფინანსება გააპროტესტეს

ლონდონში უკრაინის დაფინანსება გააპროტესტეს

იმედი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

იმედი