მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რეპსოლი" სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს - განცხადება
"რეპსოლი" სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს - განცხადება

"რეპსოლი" სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს - განცხადება

BM.GE16 აგვისტო, 2026, 01:50|bm.ge

"ის თუ სად განახორციელებს შპს სოლიდუსი ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას ჩვენთან არ თანხმდება და სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს" - ამის შესახებ კომპანია "რეპსოლის" განცხადებაშია აღნიშნული.

საქმე ისაა, რომ „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში გაყიდული საწვავი, კომპანია „რეპსოლისგან“ შეიძინა, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს.

კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვავრცელებთ შპს „რეპსოლის“ ოფიციალურ განცხადებას:

შპს „რეპსოლი“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.

ბოლო დროს არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, კომპანია ახერხებს საქართველოს მოსახლეობისთვის შეინარჩუნოს სტაბილური მიწოდების ჯაჭვი და მოსახლეობას შესთავაზოს ევროპული საწვავი საუკეთესო ფასად, კომპანიის მფლობელობაში არსებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, „CONNECT“-ის მეშვეობით.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საბითუმო/კორპორატიული გაყიდვების ფარგლებში, კომპანია ახორციელებს 3000-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებას, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით.

მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას. ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება და სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს „სოლიდუსს“ მიღებული აქვს სპეციალური თანხმობა, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა.

გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ შპს „რეპსოლი“ სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებს. შესაბამისად, მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა",- წერია კომპანიის განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი გავაძლიეროთიმედი
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
  • ნეთანიაჰუ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ გეგმას უარყოფს და ჰამასის სრულ განიარაღებას ითხოვსფორმულა
სრულად →

მსგავსი სტატიები

სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება - დავით სონღულაშვილი

სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება - დავით სონღულაშვილი

BM.GE

ქურდობა, ნარკოტიკები, ძალადობა... - საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა

ქურდობა, ნარკოტიკები, ძალადობა... - საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა

BM.GE

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სახელმწიფო ქონება ₾3.1 მილიონად იყიდება - აუქციონი

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სახელმწიფო ქონება ₾3.1 მილიონად იყიდება - აუქციონი

BM.GE

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გაიცანით გიგა ოჩხიკიძე, პარალიმპიელი ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გაიცანით გიგა ოჩხიკიძე, პარალიმპიელი ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი

BM.GE