
ალექსანდერ სტუბი: ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან
იმედი|imedinews.ge
ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპასა და მოსკოვს შორის დიალოგის აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება რუსეთის მეზობელ ქვეყნებს შეუძლიათ. ალექსანდრ სტუბმა პირველ რიგში ფინეთი დაასახელა.
„ოდესღაც ევროპულ მხარეს დიალოგის დამყარება მოუწევს და, შესაძლოა, ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი იმ ქვეყნებმა ითამაშონ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან“, - განაცხადა სტუბმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპას მოუწევს რუსეთთან ღია დიალოგის წარმოება, თუკი ამერიკის პოლიტიკა ევროპის ინტერესებს დასცილდება. სტუბის თქმით, ამ ეტაპზე ევროპულ ქვეყნებს რუსეთთან დიალოგის წარმართვის მკაფიო გეგმა არ აქვთ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge