მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

იმერეთში პესტიციდების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

ინდივიდუალური მეწარმე კ. გ. (მისამართი: ქუთაისი, ი.ჭავჭავაძის ქ.N51) ბიზნესსაქმიანობას, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა. კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს აქტიურ კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თეთრი სახლი აქვეყნებს ტრამპის პოსტს, სადაც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული

თეთრი სახლი აქვეყნებს ტრამპის პოსტს, სადაც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებული

იმედი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გორის რაიონულმა სასამართლომ გუგული ილურიძე დააჯარიმა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გორის რაიონულმა სასამართლომ გუგული ილურიძე დააჯარიმა

იმედი

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ, ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად?

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციური ალიანსის დაშლაზე: არაფერი გააჩნიათ, არაფერზე ვერ შეთანხმდნენ და ესენი მინისტრთა კაბინეტზე შეთანხმდებოდნენ, ვის რომელი მინისტრი ეყოლებოდა კოალიციურად?

იმედი